სამშობლოსათვის შეწირული: დღეს ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღეა


დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი გამგებლის ტარიელ შარიშვილის გარდაცვალების დღეა, რასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს:

25 სექტემბერი ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღეა. 33 წლის ტარიელ შარიფაშვილი სოხუმისათვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. ტარიელს ყავს მეუღლე ლია გოგიაშვილი და ქალიშვილი თამარ შარიფაშვილი, რომელსაც ახლახან ვაჟიშვილი შეეძინა.

საქართველოს მთავრობამ სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მშობლიური სოფლის ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას. სოფლის ცენტრში მოეწყო მისივე სახელობის სკვერი, სადაც დგას მისი ბიუსტი. ტარიელ შარიფაშვილის სახელობის ქუჩა არსებობს ქალაქ კასპშიც.

2019 წელს კასპის მუნიციპალტეტის მერიამ დააწესა ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია, რომელსაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული სტუდენტები იღებენ“ - წერია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში..


)