კასპის მუნიციპალიტეტის მერია ენმ-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე განცხადებას აკეთებს


სოციალურ ქსელში კასპი ენმ-ის გვერდზე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ავტოსადგურის მოლარე საუბრობს მგზავრთა გვარის, სახელის და ტელეფონის ნომრის მონიშვნის შესახებ.

"კასპი ენმ / Kaspi UNM -ის გვერრდზე გავრცელდა ვიდეოინფორმაცია, სადაც ავტოსადგურის მოლარე საუბრობს მგზავრთა გვარის, სახელის და ტელეფონის ნომრის მონიშვნის შესახებ, რომელსაც სპეციალურ ჟურნალში კასპის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის დავალებით აწარმოებდა.

აღნიშნული ინფორმაციის პოლიტიზირება მოხდა მიზანმიმართულად.

ინფორმაციისათვის განვმარტავთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის თხოვნის საფუძველზე შპს ავტოსადგური „ორბი“-ს ხელმძღვანელობა ახორციელებდა მგზავრთა აღრიცხვას სამარშუტო მიკროავტობუსების და მარშუტების მიხედვით, ქვეყანაში COVID- 19-ის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, რათა დაავადების გავრცელების შემთხვევაში დროულად მომხდარიყო რეაგირება და წყაროს იდენტიფიცირება.

გარდა აღნიშნულისა, შპს ავტოსადგური „ორბი“-ს ხელმძღვანელობას ეთხოვა სამარშუტო მიკროავტობუსების მძღოლების მხრიდან რეგულაციების დაცვის გაკონტროლება."

ვიდეო, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს შეგიძლიათ იხილოთ აქ.


)