სოფელ ხოვლის ტყეში მანქანა დაგორდა - შემთხვევის შედეგად არის გარდაცვლილი


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის ტყეში მანქანა დაგორდა. დადასტურებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არის გარდაცვლილი. არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლმა, რომელსაც ტყიდან შეშა მოჰქონდა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები, სასწრაფო დახმაარების ჯგუფები, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. მომხდარზე გამიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინაეობს.

წყარო : Dianews.ge


)