როლისთვის დათმობილი სილამაზე


მსახიობის პროფესია არა ერთ რადიკალურ გარდასახვას მოითხოვს, რაც ყოველი მსახიობისთვის დიდი გამოწვევაა. ხშირად, ამ გამოწვევას მხოლოდ განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანები იღებენ და არც ძალას, ენერგიასა თუ სილამაზეს იშურებენ სასურველ როლში შესასვლელად. წარმოგიდგენთ 11 მსახიობ ქალს, რომლებმაც როლის მოსარგებად საკუთარი სილამაზე დათმეს.

ნატალი პორტმანი

ნატალი საკმაოდ გაბედული მსახიობია. როლში შესასვლელად პორტმანი უკიდურეს გზებსაც კი მიმართავს. ასე მაგალითად V For Vendetta-სთვის მსახიობმა თავი გადაიპარსა, Goya’s Ghost-ში კი ნატალიმ ესპანური ინკვიზიციის მსხვერპლი ქალი განასახიერა.

No description available.

კამერონ დიასი

კამერონი მომხიბვლელი ქერათმიანი ჰოლივუდელი ლამაზმანია, რომლის წარმოდგენაც სხვაგვარად შეუძლებელიც კია. თუმცა, 1999 წელს დიასმა ყველაზე წარმოუდგენელიც კი დაგვაჯერა, როდესაც ფილმ Being John Malkovich-ში შეუხედავი გოგო განასახიერა. ამ შესრულებისთვის კამერონი ნომინირებული იყო BAFTA-სა და Golden Globe-ზე.

No description available.

ნიკოლ კიდმანი

მსახიობმა 2003 წელს ვირჯინია ვულფის როლის იდეალურად მორგებისთვის აკადემიის ჯილდო დაიმსახურა. ფილმ The Hours-ში შესრულებული როლი მაქსიმალურად იყო მიმსგავსებული მის პროტოტიპს. მაკიაჟისა და გრიმის წყალობით, ეს როლი ნიკოლის ყველაზე ცნობილ გარდასახვადაა აღიარებული.

No description available.

შარლიზ ტერონი

ჰოლივუდელი ლამაზმანის გულშემატკივრები სრულიად გაოცებულნი დარჩენენ, როდესაც შარლიზმა ფილმ Monster-ში სერიული მკვლელის როლი მოირგო. როლისთვის ტერონმა წონაში მკვეთრად მოიმატა, გრიმიორების წყალობით კი, ფილმში ყველასათვის ცნობილი მსახიობის ამოცნობა თითქმის შეუძლებელი გახდა.

No description available.


)