ომის ვეტერანთა მადლობა ექიმს მამუკა ბერიძეს


დღეს კასპში მოქმედი სამედიცინო ცენტრი შპსმარიმედი“- კლინიკის ხელმძღვანელს მამუკა ბერიძეს მადლობის გადასახდელად და სიმბოლური საჩუქრების გადასაცემად კასპელი ომის ვეტერანები ეწვივნენ.

მამუკა ექიმი ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანების მუდმივი თანამდგომია და მათ ყველა სახის სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ უწევს. ვეტერანების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის, თითოეული ვეტერანის სახელით მამუკა ბერიძეს მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში გოჩა კობაურმა.


)