"კასპის მოსახლეობაში კი ონკოლოგიური დაავადებები 6 ჯერ გაიზარდა" - ნახეთ რას წერს ბადრი ბასიშვილი სოციალურ ქსელში


გორისა და კასპის მაჯორიტარობის კანდიდატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბადრი ბასიშვილმა სოციალურ ქსელში სურათს აქვეყნებს, სადაც აშკარად ჩანს რამხელა ზიანს აყენებს კასპის ცემენტის ქარხანა რეგიონის გარემოზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე:


„ბიძინა ივანიშვილის კასპის ცემენტის ქარხანა მილიონობით ლარის მოგებას ნახულობს, დღემდე უსაფრთხო ფილტრები ვერ დააყენეს, კასპის მოსახლეობაში კი ონკოლოგიური დაავადებები 6 ჯერ გაიზარდა. ეს მარაზმი მალე უნდა დასრულდეს!“


აქ საუბარია ჰაიდელბერგცემენტის ქარხნის შესახებ, რომელიც 24 საათიანი რეჟიმით მუშაობის შედეგად წელიწადში 760 000 ტონა ცემენტს აწარმოებს. კასპის მოსახლეობის
აზრით, ადგილობრივი ცემენტის ქარხანა უკვე წლებია, რაც ცუდად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე. მათივე თქმით, კასპის ცემენტის ქარხანა კასპის ჰაერის ერთ-ერთი მსხვილი დამბინძურებელია.


)