დილის რუტინის 6 ხრიკი, რომელიც წარმატებული დღის საწინდარია


4-დან მხოლოდ 1 ადამიანს შესწევს იმის უნარი, რომ დილას მხნედ გაიღვიძოს და დარჩენილი დღეც ასე გაატაროს, ჩვენ კი დანარჩენი 3 ადამიანი სამსახურში მისვლამდეც ფეხს მივითრევთ. ის თუ როგორ გავიღვიძებთ, რას გავაკეთებთ პირველად ადგომისას ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ რას ვაქცევთ ჩვენი დილის რუტინად, უპირობოდ, დარჩენილი დღის, კვირის შესაძლოა წლის წარმატების საწინდარიც აღმოჩნდეს.

  1. რა არის თქვენი მიზანი?

3 შეცდომა, რომლებსაც საქმიანი ქალი პაემანზე უშვებს - Cosmo.Ge

სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად წააწყდებით მსგავს სტატიებს, რომლებშიც ეკრანს მიღმა მყოფები აუცილებლად გირჩევენ, რომ დილა ჭიქა ლიმონიანი წყლით დაიწყოთ, ანდაც ვარჯიშით. შესაძლოა ყოველი მათგანი საკმაოდ დეფექტური იყოს, თუმცა არა თქვენთვის. მთავარია განსაზღვროთ, რა არის თქვენი მიზანი: მეტი პროდუქტიულობა? ჯანმრთელობა? ბედნიერება? მოხდენილი ფიგურა?

  1. რა არ უნდა გააკეთოთ!

17 Proven Tips to Sleep Better at Night

შესაძლოა საკმაოდ უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა მანამ, სანამ თქვენი მოქმედებისა და დილის რუტინის გეგმას შეიმუშავებდეთ, აუცილებელია განსაზღვრეთ რა არ უნდა გააკეთოთ დილაობით.

დაფიქრდით, რა გიშლით დილის ენერგიულად დაწყებაში? იქნება ეს სოციალური მედიის სქროლვაში ჩაკარგვა, წინა ღამის უძილობა და სხვა მრავალი. თუ კი აღმოაჩენთ, რომ მავნე ჩვევები თქვენი რუტინის ნაწილად იქცა, მათგან სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეთ.

  1. შეწყვიტეთ მაღვიძარას გამოყენება
    Why Does My Child Wake Up So Early ?

არ გამოიყენოთ Snooz ღილაკი თქენს ტელეფონზე, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მცირე გამოღვიძების შემდეგაც კი ძილს უბრუნდებით, თქვენ ძილის ახალ ციკლში გადადიხართ. ამ დროის ძილი კი უფრო მეტ დაღლილობას განიჭებთ, ვიდრე პირველივე ზარზე წამოდგომისას შეიძლება გეგრძნოთ.

  1. ადექით ერთი და იმავე დროს

How to Set An Alarm On Android Devices

ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ერთსა და იმავე დროს დგებიან დილაობით, დღის საათებში აქტიურობით გამოირჩევიან. ეს რუტინა მათ დეპრესიის თავიდან აცილებაში ეხმარებათ“ – აცხადებს პროფესორი დენიელ სმიტი.

  1. იყავით მომღერალი საშხაპეში

Singing in the shower: Universal Music Group, Aloft Hotels, launch artist  discovery Project: Aloft Star in Europe

აბაზანაში ყველანი პროფესიონალი მომღერლები რომ ვხდებით ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. არც დილაობით არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ჩვევები და ეცადეთ დღე ენერგიული სიმღერებით დაიწყოთ.

  1. შაბათ-კვირაც ითვლება

Why Are There Seven Days in a Week? | Wonderopolis

რატომღაც ადამიანები მიიჩნევენ, რომ დილის რუტინას მხოლოდ სამუშაო დღეებში უნდა მიყვნენ. სინამდვილეში, გრძელვადიანი შედეგების მისაღებად, წინასწარ გაწერილი გეგმა უქმეებზეც უნდა მოქმედებდეს.


)