"ამ წუთებში, სოფელ ყარაფილასთან, ოკუპანტები მოუყვებიან ოკუპაციის ხაზს და ავლებენ ხნულებს" - დავით ქაცარავა


სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა, რამდენიმე წუთის წინ მნიშვნელოვან პოსტს აქვყენებს.

მისი ინფორმაციით, ამ წუთებში, ავტობანიდან 300 მეტრში, სოფელ ყარაფილასთან, ოკუპანტები მოუყვებიან ოკუპაციის ხაზს და ავლებენ ხნულებს.

"ამ წუთებში, ავტობანიდან 300 მეტრში, სოფელ ყარაფილასთან, ოკუპანტები მოუყვებიან ოკუპაციის ხაზს და ავლებენ ხნულებს.

იმის მაგივრად, ოკუპანტების ნებისმიერ მოქმედებაზე სასწრაფო რეაგირება ხდებოდეს, ოკუპანტებს ხელს ვუშლიდეთ ნებისმიერ მე მოქმედებისას, ჩვენი ხელისუფლება მშვიდად და წყნარად აგრძელებს თავის მზადებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

არ ინერვიულოთ, ბორდერიზაცია კი მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში...

პ.ს.გახსოვდეთ, დრონი მეფობენ და არა ქოცები." - წერს ქაცარა სოციალურ ქსელში.

ასევე, ნახეთ მის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოკადრები.


)