ხოჯევანიშვილი : ვულოცავ თითოეულ პირველკურსელს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას


პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილმა სოციალურ ქსელში ახალბედა სტუდენტებს წარმატება უსურვა:

" ვულოცავ თითოეულ პირველკურსელს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. ამიერიდან ახალი გამოწვევები და პასუხისმგებლობები გელით. მინდა, წარმატებული სტუდენტობა გისურვოთ. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც განვმეორდები, თქვენ ხართ ქვეყნის მომავალი, რომლებმაც ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო უნდა ააშენოთ. განათლება კი ამ მიზნის მიღწევის უპირობო საშუალებაა”. - წერს გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი.


)