კასპის მუნიციპალიტეტის 5 საბავშო ბაღისათვის ატრაქციონების შეძენისა და დამონტაჟების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა


კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტის 5 საბავშო ბაღისათვის ატრაქციონების შეძენისა და დამონტაჟების სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

ატრაქციონების შეძენისა და დამონტაჟების სამუშაოები მეტეხში, ქვემოგომში, სასირეთში, თელიანში და ახალციხეში განხორციელდება.

წინადადებების მიღება 2 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ხელშეკრულების გაფორმებიდან 160 დღეში უნდა დასრულდეს.

აღნიშნული პროექტისთვის 44 000 ლარია გამოყოფილი.


)