ნახეთ ვინ არის იდეალური პარტნიორი ვერძისთვის


ვერძი და ვერძი

ასეთი კავშირი იშვიათად დგება. ქორწინება მათ შორის რაღაც სხვაა, ისეთი, როგორც ვულკანი ორ კრატერს შორის, თან ისე, რომ ერთ-ერთი მათგანი მუდმივად მოქმედ მდგომარეობაშია. ზოგჯერ კი ორივე ერთად მოქმედებს. ამ სიტუაციაში ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივი არის ის, რომ ვერძები ერთმანეთს არ გვანან. ერთისთვის მსუბუქი ნიავი მეორეს მიერ აღქმული იქნება როგორც ქარიშხალი, ქარბუქი. როგორც ასეთი წყვილის თანაცხოვრება აჩვენებს, ეს კავშირი სურლად დამოკიდებულია ერთი ვერძის მხრიდან მეორის მორჩილების შესაძლებლობებზე. «თაფლობის თვის» პერიოდშივე ირკვევა ვინ იქნება მმართველი და ვინ «სახლში მჯდომი». სექსუალურ ურთიერთობებში დომინანტი იქნება ქალი, თუმცა მამაკაცი ვერძი დაქვემდებარებულის როლში დიდხანს ვერ გაძლებს. ყოველი მათგანი შეეცდება გახდეს ლიდერი და ეს გამოიწვევს კამათს. შესაბამისად, აღნიშნული კავშირი ცუდი თავსებადობით გამოირჩევა.

ვერძი და ლომი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნები ტემპერამენტით ერთმანეთთან ახლოს არიან, აღნიშნული კავშირი ვერ იარსებებს რეალური და ღრმა სიყვარულის გარეშე. ლომებს თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე შეუძლიათ გადალახონ ნებისმიერი დაბრკოლება ცხოვრებასა და სიყვარულში, მაგრამ არა ქორწინებაში. ორივე პარტნიორს თითქმის ერთნაირი ვნება აქვს, თუმცა ვერძის ეს თვისება ციკლით მიმდინარეობს, ხოლო ლომი შეიძლება შეუჩერებლად სულ აღგზნებული იყოს დღე და ღამე. ეს ერთ-ერთი არსებითი სხვაობაა მათ შორის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახური ბიუჯეტი და სხვა შემოსავლები უნდა იყოს ვერძის ხელში, წინააღმდეგ შემთხვევაში ლომი უნიათოდ გახარჯავს ყველაფერს. ასთი წყვილის ქორწინება ბედნიერი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლომი შეასრულებს ვერძის ყველა მოთხოვნას და სრულად დაემორჩილება მას, თუ არადა განქორწინება გარანტირებულია.

ვერძი და მშვილდოსანი

ორივე ნიშანი ცეცხლის სტიქიას ეკუთვნიან და სიყვარული მათ შორის პირველივე ნახვით ჩნდება. ვერძის ოპტიმიზმი და მშვილდოსანის კარგი იუმორის გრძნობა სიყვარულში თამაშის ნიშნებს შეიტანს. მათი კავშირი მუდმივად დადგება ფიზიკური დაკმაყოფილების პრობლემის წინაშე. მშვილდოსანი მუდმივად მიმართულია ჭეშმარიტების ძიებისკენ და ამ შემთხვევაში მისი საუკეთესო დამხმარე იქნება ვერძი, მათ შორის კამათს, მსჯელობას და დისპუტსაც კი ამ გზისკენ მიჰყავს ისინი. ხშირად შესაძლებელია მოვლენების შემდეგნაირად განვითარება: თუ ქორწინებას დიდი ხნით გადადებენ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ «მატარებელმა ჩაიარა» წყვილი დაშორდება და დაელოდება ახალი მატარებლის მოსვლას. ნებისმიერი დაყოვნება და ორჭოფობა მშვილდოსნის სულში იწვევს რღვევას და კავშირი შეიძლება გასკდეს, როგორც საპნის ბუშტი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქორწინების ინიციატივა ყოველთვის ვერძისგან მოდის. ქალი-ვერძები, როგორც წესი, ადვილად და სწრაფად უმკლავდებიან თავიანთ მშვილდოსნებს. მათი გადამწყვეტი ხასიათი ყოველთვის ჯაბნის ყოყმანის მოყვარულ მშვილდოსანს. მანამ, სანამ მშვილდოსანი ვერძს დაეკითხება აზრს, გაითვალისწინებს მის რჩევებს და შენიშვნებს, მის შეხედულებებს და მოსაზრებებს გაუწევს ანგარიშს, მათ ოჯახურ თანაცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება. ამ ნიშნებს შორის საქორწინო კავშირი ჰარმონიული და წარმატებულია.

ვერძი და კურო

ორი სხვადასხვა პიროვნება. ვერძს არ მოსწონს კუროს ზომიერი ტემპი და წარმოსახვის არქონა. ვერძის იმპულსურობა გადაწყვეტილებების მიღებისას აღიზიანებს კონსერვატიულ კუროს, რომელსაც გულზე არ ეხატება მკვეთრი ცვლილებები. კუროს უყვარს ოჯახური სიტუაცია, ხოლო იმპულსური ვერძი მიილტვის ახალი შეგრძნებებისა და თავისუფლებისკენ. კუროს მესაკუთრე ხასიათი აქვს, ის ეჭვიანი და კონსერვატორულია. ვერძის მოთხოვნა დიაცვას თავისი ინდივიდუალურობა, კუროსთვის უარყოფის ტოლფასია. კუროს ფულის გამომუშავება შეუძლია, ხოლო ვერძი მხარჯველია. ასეთი კავშირი სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს. ყოველ მათგანს დასჭირდება პირადი სივრცე, ტერიტორია, ღამით მაინც — ოღონდ ერთ ოთახში. მათი ქორწინება მშვიდი ნამდვილად ვერ იქნება, თუმცა, თუკი ერთად საკმაოდ დიდხანს გაატარებენ, ვერძი ბოლოს დააფასებს კუროს საიმედოობას და ერთგულებას.

ვერძი და ქალწული

ეს ქორწინება ყოველთვის პრობლემური იქნება. ვერძის სიმამაცე დაიპყრობს თავშეკავებულ ქალწულს. თავის მხრივ ვერძი აღფრთოვანებული იქნება თავშეკავებული ქალწულის წარმოსახვით, ტაქტითა და თვითკონტროლით. თუმცა, მათ იმდენად განსხვავებული ტემპერამენტი აქვთ, რომ ორივეს მხრიდან დიდი მოთმინება იქნება საჭირო, რათა ურთიერთობა ნორმალურად წარიმართოს. კავშირი სასიამოვნო იქნება, თუმცა წარმატებული ქორწინების შანსი 50/50-ზეა. სამაგიეროდ ამ ნიშნებს შორის შესაძლებელია იყოს იდეალური საქმინი ურთიერთობა.

ვერძი და თხის რქა

ვერძი — მოუსვენარი და ექპერიმენტატორია. თხის რქა — უფრო კონსერვატორი. ტემპერამენტი, ხასიათის შტრიხები და ცხოვრების რითმი ორივეს განსხვავებული აქვს. ამ ნიშნებს შორის სასიყვარულო კავშირი ძალიან იშვიათია. ქალი-ვერძებისგან ყველა მამაკაცი-თხის რქა თავს იცავს მაქსიმალურად. ახალგაზრობის პერიოდში ქალი-ვერძები ხშირად იცვლიან პარტნიორს, კონფლიქტებისა და დაშორების მათ არ ეშინიათ, ყველა თხის რქა მადლობელი უნდა იყოს, თუ მის ცხოვრებაში ვერძი შევა და შეიტანს ოპტიმიზმს იმ პესიმიზმისა და მელანქოლიის ფონზე, რომელიც თხის რქას ზოგადად ახასიათებს. თუ თხის რქა თავის ცხოვრებას აუჩქარებლად და დაგეგმილად აწყობს, ვერძის ცხოვრებაში ეს პროცესი მიდის ქარბუქივით, ქაოსურად, მიზანმიმართულად, ხმაურით და ღელვით. აქედან გამომდინარე, ვერძი თხის რქისთვის არის სწრაფად მოძრავი კომეტა, რომელიც უცებ აფეთქდა და გაქრა.

ვერძი და ტყუპები

ორივე ცოცხალი და ენერგიული ნიშანია, მათ შეუძლიათ იყვნენ კარგი მეგობრები და საყვარლები. ისინი სიამოვნებას იღებენ ცხოვრების აქტიური სტილისგან, თავგადასავლებისგან და მრავალფეროვნებისგან, იუმორისგან და ელიტარულ წრეში ყოფნისგან. და მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინება მათ შორის ნაკლებ სავარაუდოა. მთავარი დამნაშავე ამ საკითხში არის ტყუპების ზედაპირული გრძნობები და ის მდგომარეობა, რომ ისინი მუდმივად გაორებული არიან, ანუ არსებობენ გაორებულ მდგომარეობაში. ტყუპები — ეს არის მშვენიერი, საინტერესო და საყვარელი პიროვნება მოკლე დროით. ამ ორ ნიშანს შორის ყველაზე კარგი ურთიერთობა არის მაშინ, როცა მათ საერთო საქმეები და გეგმები აერთიანებთ. ვერძი, როგორც საქმიანი პარტნიორი ტყუპებისთვის უბრალოდ აუცილებელია. ტყუპები იდეების და გეგმების გენერატორები არიან, რომელთაგან ვერძი არჩევს მხოლოდ სიცოცხლისუნარიანს, საჭიროს და ყველა დაბრკოლების გადალახვით, ისე, რომ არანაირ წინაღობას არ აღიარებს, ახდენენ მათ განხორციელებას.

ვერძი და სასწორი

ამ შემთხვევაში ვერძი ხვდება თავის ანტიპოდს ზოდიაქოს ნიშნებიდან. აგრესიულ ვერძს ძალიან უჭირს სასწორთან ერთად ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ სულიერი განწყობებით ორივე პარტნიორი სხვადასხვანაირია და განსხვავებული შეხედულებელი აქვთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე, ქორწინება მათ შორის ხშირია. ვერძებს იზიდავს სასწორების გარეგნული სილამაზე, ხოლო სასწორებს - სითამამე, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და ვერძის მებრძოლი სული. ეს კაშირი იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ იმოქმედებს «დემოკრატიულობის» და «თანაბარუფლებიანობის» პრინციპი, თუ ვერძი არ მოახდენს პარტნიორზე ზეწოლას, ხოლო სასწორები არ ეცდებიან ყველგან და ყველაფერში შეიტანონ «ჰარმონია», ყველაფერი დაალაგონ და გაასწორონ. უფრო შესაძლებელია ხანგრძლივი ურთიერთობა, ვიდრე ქორწინება.

ვერძი და მერწყული

ასეთი საქორწინო კავშირი შეიძლება იყოს ბედნიერი და წარმატებული იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ვერძი არ დაჯაბნის მერწყულის ნათელ ინდივიდუალიზმს, ხოლო ეს უკანასკნელი არ აეჭვიანებს ვერძს. სტატისტიკის მიხედვით ასეთი ქორწინებისას იბადებიან ყველაზე ნიჭიერი ბავშვები. ამ წყვილის ფიზიკური კავშირი იქნება ვნებიანი და ბევრ სიახლეს მოუტანს ორივე მათგანს. რომელი უფრო მეტად აღაგზნებს და იზიდავს — ამის თქმა რთულია. ამ საქორწინო კავშირში თუ ჩნდება რაიმე უსიამოვნება, მაშინვე არ ვლინდება, ამას წლები სჭირდება. ვერძის მიდგომა «გადაღუნო და გადატეხო» - უბრალოდ არ მუშაობს, რადგან საკმაოდ მოქნილი მერწყულის ამ მდგომარეობაში ჩაყენება ადვილი არ არის. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო სიტყვა მაინც ვერძს ეკუთვნის.

ვერძი და კირჩხიბი

ასეთი საქორწინო კავშირი შეიძლება იყოს ბედნიერი და წარმატებული იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ვერძი არ დაჯაბნის მერწყულის ნათელ ინდივიდუალიზმს, ხოლო ეს უკანასკნელი არ აეჭვიანებს ვერძს. სტატისტიკის მიხედვით ასეთი ქორწინებისას იბადებიან ყველაზე ნიჭიერი ბავშვები. ამ წყვილის ფიზიკური კავშირი იქნება ვნებიანი და ბევრ სიახლეს მოუტანს ორივე მათგანს. რომელი უფრო მეტად აღაგზნებს და იზიდავს — ამის თქმა რთულია. ამ საქორწინო კავშირში თუ ჩნდება რაიმე უსიამოვნება, მაშინვე არ ვლინდება, ამას წლები სჭირდება. ვერძის მიდგომა «გადაღუნო და გადატეხო» - უბრალოდ არ მუშაობს, რადგან საკმაოდ მოქნილი მერწყულის ამ მდგომარეობაში ჩაყენება ადვილი არ არის. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო სიტყვა მაინც ვერძს ეკუთვნის.

ვერძი და მორიელი

ორივე დამოუკიდებელი ნიშანია და არ უყვართ როცა აკონტროლებენ. მათ შეუძლიათ გახდნენ განუყრელი მეგობრები ან დაუნდობელი მტრები. მხოლოდ თავისუფლებით, დამოუკიდებლობითა და თანაბარუფლებიანობით შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი ამ ნიშნებს შორის კავშირს. ვერძმა აუცილებლად უნდა აკონტროლოს თავისი იმპულსური ნატურა და უგუნური ეჭვიანობა, თავნებობა და სხვების დაქვემდებარების სურვილი. ხოლო მორიელს მოუწევს გამოიყენოს თავისი თანდაყოლილი დიპლომატიური შესაძლებლობები, ეშმაკობა და თავის ვერძს მორიელი ყოველთვის სინაზით, სითბოთი და სიყვარულით უნდა მიუდგეს, არ უნდა უღალატოს. თუ ყველა ეს მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება, კავშირი არამარტო წარმატებული, არამედ ბედნიერების მომტანიც იქნება.

ვერძი და თევზები

ვერძის სითამამეს და თავდაჯერებულობას დამატებული თევზის ინტუიცია და წარმოსახვა - მოვლენებით სავსე კავშირის გარანტიაა. განსხვავებული ხასიათი და ტემპერამენტი ერთმანეთს ავსებს. ვერძი თავდაჯერებულია და ცხოვრებისეული ძალებით სავსე, თევზები მორცხვები და თავშეკავებულები. ვერძს მბრძანებლობა უყვარს, თევზებს დასაყრდენი სჭირდებათ. ბედნიერი კავშირისთვის ვერძისგან სულ ცოტაოდენი ტაქტის გამოჩენა იქნება საჭირო.

ნახეთ ვინ არის იდეალური პარტნიორი თხის რქისთვის


)