იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი

დაბადების თარიღი: 26.10.1979

სამართლის დოქტორი კორნელის უნივერსიტეტი; სამართლის მაგისტრი ლაიდენის უნივერსიტეტი; სამართლის მაგისტრი და ბაკალავრი (წარჩინებით), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2012-2015 წწ მუშაობდა ვესტერნ ონტარიოს უნივერსიტეტში სამართლის პროფესორად. ჩატარებული აქვს 500 - ზე მეტი საჯარო ლექცია მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ლექციები კემბრიჯის და ოქსფორდის უნივერსიტეტში, ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში, ქუინსის უნივერსიტეტში, დიუკის უნივერსიტეტში, ტორონტოს უნივერსიტეტში.

ანა დოლიძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე (2015-2016); საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი (2016-2017). მის პერიოდში საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იყო 6 საპრეზიდენტო ვეტო. 2018 წლიდან არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

მას აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო და ქართულ ორგანიზაციებში, მათ შორის პროექტ ჰარმონიასა და ჰუმან რაიტს ვოტჩში. 2004-2006 წლებში იყო საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის თავმჯომარე და იყო „არა-ძალადობის“ მოძრაობის ლიდერი. იგი არის ევროპის ახალგაზრდა ლიდერი (დასახელებული 2009წ.)

ანა დოლიძე არის სამი წიგნის, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და პოპულარული პუბლიცისტური წერილის ავტორი. დოლიძე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი.

)